დაბრუნების/გაუქმების პოლიტიკა
1. როგორ და რა ვადაში მოახდინოთ შეძენილი პროდუქტის დაბრუნების ინიცირება?
პროდუქტის დაბრუნების ინიცირებისთვის მიმართეთ ცხრილში განსაზღვრულ მეთოდებს.
გაითვალისწინეთ, რომ დაბრუნების ინიცირება შეგიძლიათ პროდუქტის ჩაბარებიდან 14 კალენდარული დღის ვადაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ თქვენ კარგავთ დაბრუნების უფლებას.
პლატფორმა / ვებგვერდი
დაბრუნების ინიცირება
Qaravan.ge
დაბრუნების ფორმა შეავსეთ შეკვეთის ისტორიიდან დაბრუნების ღილაკზე დაჭერით
2. დაბრუნებაზე პასუხისმგებელი პირები
QARAVAN.GE პლატფორმებზე განთავსებული თითოეული პროდუქტის დაბრუნების პირობას განსაზღვრავს QARAVAN.GE პლატფორმებზე პროდუქტის გვერდზე მითითებული მოვაჭრეები (გამყიდველი, შემსრულებელი, მერჩანტი). ისინი თავად ადგენენ დაბრუნების, პროდუქტის შეფასებისა და მომხმარებლისთვის ანაზღაურების წესს.
QARAVAN.GE არ არის პასუხისმგებელი QARAVAN.GE პლატფორმებზე პროდუქტის გვერდზე მითითებული მოვაჭრეების (გამყიდველი, შემსრულებელი, მერჩანტი) მიერ განსაზღვრულ წესებზე და პირობებზე და მოვაჭრის მიერ დადგენილი წესების შესრულებასა თუ შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე (გამონაკლისია, როცა QARAVAN.GE თავად არის მოვაჭრე).
QARAVAN.GE პასუხისმგებელია მხოლოდ QARAVAN.GE პლატფორმებზე განთავსებული ისეთი პროდუქტის დაბრუნებაზე, პროდუქტის შეფასებასა და მომხმარებლისთვის თანხის ანაზღაურებაზე, სადაც მოვაჭრის/გამყიდველის ველში მითითებულია თავად შპს „თინეთი“ ან რომელიმე QARAVAN.GE პლატფორმა.
3. როგორ დააბრუნოთ პროდუქტი როცა მოვაჭრე არ არის QARAVAN.GE?
ონლაინ პროდუქტის შეძენის შემთხვევაში თქვენ, დაბრუნების ინიცირება უნდა მოახდინოთ დაბრუნების პოლიტიკის 1 პუნქტით განსაზღვრულ QARAVAN.GE პლატფორმებზე არსებული დაბრუნების მეთოდებით ან/და პროდუქტის გვერდზე მითითებული მოვაჭრის წესების დაცვით.
გაითვალისწინეთ, რომ:
- პროდუქტის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ გამყიდველის მიერ მითითებული წესით.
- ფიზიკური პირი გამყიდველის პროდუქტის/პროდუქტის ონლაინ შეძენის შემთხვევაში დაბრუნების ინიცირება და დაბრუნება შეგიძლიათ მხოლოდ პროდუქტის/პროდუქტის შეძენიდან 15 წუთის განმავლობაში, სანამ კურიერი იმყოფება თქვენთან. კურიერის წამოსვლის შემდეგ დაბრუნების წინადადებით მიმართეთ პირდაპირ გამყიდველს.
- ოფლაინ პროდუქტის/პროდუქტის შეძენის შემთხვევაში დაბრუნების ინიცირება უნდა მოახდინოთ მხოლოდ მოვაჭრესთან პირდაპირი კომუნიკაციის გზით, QARAVAN.GE-ის გარეშე.
- გაითვალისწინეთ, რომ ონლაინ ვაჭრობისას, როცა გამყიდველი არ არის QARAVAN.GE, ჩვენ ასეთ დროს ვართ შუამავალი თქვენსა და გამყიდველს შორის. ჩვენ, გარკვეულ პლატფორმებზე შესაძლოა შემოგთავაზოთ დაბრუნების ფორმა და დაბრუნების მართვის სერვისი. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას თქვენს მიერ დაფიქსირებული პრეტენზია ვაცნობოთ გამყიდველს, ხოლო გამყიდველის პასუხი პრეტენზიაზე გაცნობოთ თქვენ. ამასთანავე, გაითვალისწინეთ, რომ თქვენს პრეტენზიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს გამყიდველი. გამყიდველი ერთპიროვნულად არის პასუხისმგებელი მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე. აღნიშნული გულისხმობს, რომ დაბრუნების პოლიტიკის 1 პუნქტით განსაზღვრული წესით დაბრუნების ინიცირების შემდეგ, ჩვენ მოვახდენთ:
- გამყიდველთან კომუნიკაციას თქვენს მიერ ინიცირებული დაბრუნების თაობაზე და მისთვის დაბრუნების შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდებას;
- მოვაჭრის (გამყიდველის)/სერვის-ცენტრის მიერ პროდუქტის შეფასების შემდეგ, ჩვენ თქვენ მოგაწვდით გამყიდველის პროდუქტის შეფასების დასკვნას ან გამყიდველის გადაწყვეტილებას;
- თქვენს მიერ გადახდილ თანხას დაგიბრუნებთ კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში გამყიდველის მიერ მითითებული ოდენობითა და წესით.
თუ თქვენ ჩათვლით, რომ მოვაჭრის (გამყიდველის)/სერვის-ცენტრის მიერ გაცემული დასკვნა არღვევს თქვენს უფლებებს, პრეტენზია შეგიძლია დააფიქსიროთ კონკურენციის ეროვნულ სააგენტში.
4. როგორ განასხვაოთ QARAVAN.GE დაბრუნების პოლიტიკა მოვაჭრის ინდივიდუალური დაბრუნების პოლიტიკისგან, როდის მოქმედებს QARAVAN.GE დაბრუნების პოლიტიკა და სად არის განთავსებული ისინი?
პროდუქტისა და მოვაჭრის მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, პლატფორმაზე, პროდუქტის გვერდზე ან პროდუქტის შესყიდვამდე შესაძლოა შეგხვდეთ დაბრუნების QARAVAN.GE-ის ან მესამე პირი გამყიდველის წესები, აქედან:
- ზოგ პლატფორმაზე (მაგ. Vendoo), პროდუქტის დაბრუნების პოლიტიკას შეგიძლიათ გაეცნოთ პროდუქტის გვერდზე, პროდუქტის აღწერაში, პროდუქტის შესყიდვის გვერდზე ან პროდუქტის გვერდზე, ინფორმაციის შესაბამის ღილაკზე დაჭერით, სადაც ფანჯარაში გამოვა პროდუქტის დაბრუნების წესი.
- QARAVAN.GE-ის დაბრუნების წესი მოქმედებს მხოლოდ იმ პროდუქტებზე, რომელზეც გამყიდველის ველში მითითებულია QARAVAN.GE (შპს „თინეთი“ ან QARAVAN.GE-ის რომელიმე პლატფორმა) ან პროდუქტის გვერდზე ან შესყიდვამდე არ არის მითითებული მესამე პირი გამყიდველის ინდივიდუალური დაბრუნების წესები.
- თუ პლატფორმაზე პროდუქტზე ინდივიდუალურად შეგხვდებათ დაბრუნების წესი, მოქმედებს პროდუქტზე ინდივიდუალურად მითითებული დაბრუნების წესები, ხოლო იქ სადაც არ შეგხვდებათ დაბრუნების წესი, მოქმედებს წინამდებარე დაბრუნების პოლიტიკა.
5. როგორ დააბრუნოთ პროდუქტი როცა მოვაჭრე არის QARAVAN.GE?
პროდუქტის დაბრუნების ინიცირებისთვის მიმართეთ დაბრუნების პოლიტიკის 1 პუნქტში მითითებულ მეთოდებს.
გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთი მომსახურება/პროდუქტი არ ექვემდებარება დაბრუნებას/გაუქმებას საქართველოს კანონმდებლობის, QARAVAN.GE-ის წესებისა და მესამე პირი გამყიდველის წესების შესაბამისად.
6. რა უნდა წარადგინოთ პროდუქტის დაბრუნების დროს?
პროდუქტის დაბრუნებისას აუცილებელია პროდუქტს თან ახლდეს კომპანიის მხრიდან თქვენთვის პროდუქტის ჩაბარების დროს გადმოცემული/თანდართული ყველა თანმხლები ნაწილები და დოკუმენტი (სასაქონლო ზედნადები, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, საგარანტიო ბარათი, ტექნიკური პასპორტი, პროდუქტზე თანმხლები სხვა დოკუმენტები, პროდუქტის ყუთი და სხვ.).
7. პროდუქტის დაბრუნებისას პროდუქტის თანმხლები დოკუმენტაციის/ნაწილების სრულად არ წარდგენის შედეგები
თუ პროდუქტს ან/და პროდუქტის თანმხლებ ნაწილებს/დოკუმენტებს აღენიშნებათ რაიმე სახის ცვლილება, კომპანია უფლებას იტოვებს ეჭვქვეშ დააყენოს მისი ნამდვილობა/უნაკლოობა და შესაბამისად, დაბრუნების პროცედურა შეაჩეროს მოკვლევითი და დიაგნოსტიკური სამუშაოების ჩატარებამდე, რაც შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 14 სამუშაო დღისა. პროდუქტის მდგომარეობიდან გამომდინარე შესაძლოა დაგიბრუნდეთ გადახდილი თანხის ნაწილი წინამდებარე პოლიტიკის მიხედვით.
8. პროდუქტის დაბრუნების ვადა და ადგილი
თუ გსურთ დააბრუნოთ საქონელი, ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინების გაგზავნის (დაბრუნების ფორმის) შემდეგ საქონლის კომპანიის ლოჯისტიკურ ცენტრში დაბრუნება უნდა მოხდეს არაუმეტეს 7 კალენდარული დღის ვადაში; დაფიქსირეთ დაბრუნების სურვილი ნივთის მიღებიდან 14 კალენდარული დღის ვადაში და ჩვენი კურიერი მოახდენს თქვენი მისამართიდან მის ტრანსპორტირებას. ნივთის დაბრუნება ხდება ჩვენს ლოჯისტიკურ ცენტრში სამუშაო დღეებში (ორშაბათი-პარასკევი) და 10:00-18:00 საათებში შემდეგ მისამართზე: თბილისი, ორხევი, გ. ამილახვარის ქ. N5
9. როგორ მოიქცეთ თუ პროდუქტი არ შეესაბამება თქვენს შეკვეთას?
პირველ რიგში დაუკავშირდით მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდს კომუნიკაციების თავში მითითებული არხებით, საჭიროების შემთხვევაში შეავსეთ დაბრუნების ფორმა.
კომპანია პროდუქტის დაბრუნებას (ტრანსპორტირებას) თავისი რესურსით უზრუნველყოფს მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:
- პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას ან პლატფორმაზე განთავსებულ ტექნიკურ მახასიათებლებს;
- პროდუქტს აქვს ქარხნული წუნი;
- პროდუქტი დაზიანებულია ტრანსპორტირების პროცესში;
10. დაბრუნების უფლების/ინიცირების შეზღუდვა
მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე და დააბრუნოს პროდუქტი:
ა) მოვაჭრემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება სრულად გასწია, მან მომსახურების გაწევა მომხმარებლის წინასწარი თანხმობით დაიწყო და მომხმარებელმა იცოდა, რომ მომსახურების სრულად მიღების შემთხვევაში დაკარგავდა ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებას;
ბ) ხელშეკრულებით გათვალისწინებულია, რომ მიწოდებული საქონლის ან მომსახურების ფასი დამოკიდებულია ფინანსურ ბაზარზე არსებულ ცვლილებაზე, რომელსაც მოვაჭრე ვერ აკონტროლებს და რომელიც ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების განხორციელებისთვის ამ კანონით დადგენილ ვადაში წარმოიშვა;
გ) საქონელი ან მომსახურება მომხმარებლის ინდივიდუალური შეკვეთით არის დამზადებული/შესრულებული;
დ) მიწოდებული საქონელი მალფუჭებადია ან მას მოკლე ვარგისობის ვადა აქვს;
ე)მომხმარებელს მიეწოდა ჰერმეტულად დაცული საქონელი, მისი ჰერმეტულობა მიწოდების შემდეგ დაირღვა და, ამდენად, საქონლის დაბრუნება შეუძლებელია ჯანმრთელობის ან ჰიგიენური ნორმების დაცვის გამო;
ვ) მიწოდებული საქონელი მიწოდების დროს, მისი მახასიათებლებიდან გამომდინარე, განუყოფლად შეერწყა სხვა საქონელს;
ზ) ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, მომხმარებელმა მოვაჭრე გადაუდებელი სარემონტო/ტექნიკური მომსახურების გასაწევად გამოიძახა. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება ამ ვიზიტის ფარგლებში აღნიშნული მომსახურების მიღმა გაწეულ დამატებით მომსახურებაზე;
თ) დალუქული აუდიო- ან ვიდეოჩანაწერი ან პროგრამული უზრუნველყოფა და მისი ლუქი მიწოდების შემდეგ დაირღვა;
ი) ჟურნალ-გაზეთები ან სხვა სახის პერიოდული გამოცემა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი/მისი მიწოდების საფუძველი სააბონენტო ხელშეკრულებაა;
კ) მომხმარებელმა საჯარო აუქციონის შედეგად შეიძინა პროდუქტი;
ლ) ხელშეკრულება დაიდო უძრავი ქონების არასაცხოვრებელი მიზნით გადაცემაზე, საქონლის გადაზიდვაზე, სატრანსპორტო საშუალების ქირავნობაზე, კვების ორგანიზებაზე ან დასვენებასთან დაკავშირებულ მომსახურებაზე და მასში მითითებულია ხელშეკრულების შესრულების განსაზღვრული თარიღი ან პერიოდი;
მ) მომხმარებელს ციფრული შინაარსი მიეწოდა არამყარი მატარებლით და ხელშეკრულების შესრულება მომხმარებლის წინასწარი თანხმობით დაიწყო.
ნ) ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ალკოჰოლური სასმელების მიწოდება, რომელთა ფასი შეთანხმდა ხელშეკრულების დადების მომენტში, ხოლო მიწოდება მოხდება 30 დღის შემდეგ, ამასთანავე, აღნიშნული ფასი დამოკიდებულია ბაზარზე არსებულ მერყეობაზე, რომელსაც მოვაჭრე ვერ აკონტროლებს;
ო) სპორტული ან კულტურული ღონისძიების ბილეთები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პროდუქტის გვერდზე მითითებულია დაბრუნების შესაძლებლობა.
პ) თუ მომხმარებელმა პროდუქტი დააზიანა;
ჟ) თუ პროდუქტი არ არის საქართველოში და მისი შეკვეთა/ჩამოტანა ხდება თქვენი დაკვეთის საფუძველზე. მაგალითად, Trendyol-ის პროდუქცია.
რ) 30 ლარამდე ღირებულების პროდუქტი.
ტ) კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.
უ) გამყიდველის/მოვაჭრის მიერ მითითებულ სხვა შემთხვევებში.
11. პროდუქტის დაბრუნებაზე უარის თქმის შედეგები
თუ პროდუქტი ან/და პროდუქტის თანმხლები ნაწილები/დოკუმენტები არის გამოყენებული/დაზიანებული, აღენიშნება ცვლილება ან/და შენარჩუნებული არ აქვს სარეალიზაციო იერსახე, კომპანია უფლებას იტოვებს ეჭვქვეშ დააყენოს მისი ნამდვილობა/უნაკლოობა. შემოწმების პროცედურის გავლის შემდეგ თუ დადგინდება პროდუქტზე ზემოაღნიშნული ცვლილებები/ნაკლი, კომპანია უფლებას იტოვებს არ დაიბრუნოს პროდუქტი. კომპანია გადაწყვეტილებას გაცნობებთ პროდუქტის ლოჯისტიკურ ცენტრში მიტანიდან 7 კალენდარული დღის ვადაში ან შეძლებისდაგვარად დაუყოვნებლივ. ასეთ შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია 7 კალენდარული დღის ვადაში უზრუნველყოს პროდუქტის კომპანიის ლოჯისტიკური ცენტრიდან გატანა.
თუ ლოჯისტიკურ ცენტრში მიტანილ პროდუქტს ან/და პროდუქტის თანმხლებ ნაწილებს/დოკუმენტებს აღენიშნებათ აშკარა ნაკლი/ცვლილება, რომელიც გამოწვეული არის მომხმარებლის ზემოქმედებით და არ საჭიროებს დამატებით შემოწმებას, კომპანია იტოვებს უფლებას მომხმარებელს ადგილზევე აცნობოს გადაწყვეტილება და უარი თქვას პროდუქტის დაბრუნებაზე/ჩაბარებაზე.
12. დაბრუნებული პროდუქტის შეფასების კრიტერიუმი და მომხმარებლის ანაზღაურების მოცულობა
QARAVAN.GE პლატფორმებზე მომხმარებლის მიერ შეძენილი QARAVAN.GE-ის პროდუქციის დაბრუნების შემთხვევაში, კომპანია პროდუქტის შეფასებას და თანხის დაბრუნებას მოახდენს შემდეგნაირად:
- 100%-ით ანაზღაურდება იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტის ქარხნული შეფუთვა დაუზიანებელია ან გახსნილია პროდუქტის გატესტვის (ფუნქციონირების შესამოწმებლად) მიზნით და შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მომხმარებლის მიერ დასაბრუნებელ პროდუქტს შენარჩუნებული აქვს ყველა ფუნქციონალური მახასიათებელი და არ შეინიშნება ვიზუალური ხარვეზი, და ასევე თან ახლავს ყველა თანმხლები დოკუმენტები/ნაწილები დაუზიანებლად/სახეშეუცვლელად. (გამონაკლისია! როცა მწარმოებელს პროდუქტის გახსნა დადგენილი აქვს პროდუქტის დაზიანებად და მომხმარებელმა ასეთი პროდუქტი დააბრუნა გახსნილ მდგომარებაში. მსგავს შემთხვევაში ანაზღაურების პირობა განისაზღვრება 50-80%-ის ოდენობით).
- 50-80%-მდე იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტის ქარხნული შეფუთვა დაზიანებულია (შეფუთვა დახეულია, დაზიანებულია შეფუთვაზე დატანილი პროდუქტის მახასიათებლები (პროდუქტის შტრიხ-კოდები/ვიზუალი/ ბრენდის სასაქონლო ნიშანი/პროდუქტის ვიზუალი და შეფუთვაზე დატანილი სხვა პროდუქტის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია) ან/და შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მომხმარებლის მიერ დასაბრუნებელ პროდუქტს შენარჩუნებული აქვს ყველა ფუნქციონალური მახასიათებელი, თუმცა, შეინიშნება მცირე ვიზუალური ხარვეზ/ებ/ი, რომელიც სასაქონლო იერსახეზე დიდ გავლენას არ ახდენს.
- 10-50%-მდე თუ შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მომხმარებლის მიერ დასაბრუნებელ პროდუქტს არ აქვს შენარჩუნებული ყველა ფუნქციონალური ან/და ვიზუალური მახასიათებელი ან/და არ ახლავს ყველა თანმხლები დოკუმენტები/ნაწილები, თუმცა შენარჩუნებული აქვს ძირითადი ფუნქციები.
- 1-10%-მდე თუ შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მომხმარებლის მიერ დასაბრუნებელ პროდუქტი ვიზუალურად ან ფუნქციურად დაზიანებულია და შენარჩუნებული არ აქვს ძირითადი ფუნქციები. ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა QARAVAN.GE-მა უარი განაცხადოს პროდუქტის დაბრუნებაზე.
თანმხლები დოკუმენტები/ნაწილები: პროდუქტის დაბრუნების დროს პროდუქტს უნდა ახლდეს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილები და დოკუმენტი (სასაქონლო ზედნადები, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, საგარანტიო ბარათი, ტექნიკური პასპორტი, პროდუქტზე თანმხლები სხვა დოკუმენტები, პროდუქტის ყუთი და სხვ.).
გაითვალისწინეთ, რომ!: მერჩანტის/გამყიდველის პროდუქციის შეფასებას ახდენს თავად გამყიდველი ან სერვის-ცენტრი, შესაბამისად მათ პროდუქციაზე დაბრუნებული პროდუქტის შეფასების და ანაზღაურების კრიტერიუმებსა და პირობებს განსაზღვრავს თავად გამყიდველი/მერჩანტი ან სერვის-ცენტრი. აღნიშნული წესები შესაძლოა განსხვავდებოდეს QARAVAN.GE-ის მიერ განსაზღვრული პირობებისგან.
13. პროდუქტის დაბრუნების/შეკვეთის გაუქმების შემდეგ მომხმარებლის ანაზღაურების წესები
მომხმარებლის ანაზღაურება ხდება პროდუქტის დაბრუნების შემდეგ, წინამდებარე პოლიტიკის შესაბამისად.
კომპანიის მხრიდან მომხმარებლისთვის თანხის დაბრუნება ხდება დაბრუნების ფორმის შევსებიდან 14 კალდენდარული დღის ვადაში.
დაბრუნებული პროდუქტის შესაბამისი საფასური დაგიბრუნდებათ ანაზღაურების იმ მეთოდით, რომლითაც მომხმარებელმა დააფიქსირა შეკვეთა. ამასთანავე, თუ შეკვეთის დაფიქსირებიდან გასულია 3 კალენდარული დღე, თანხის დაბრუნებისთვის თქვენ უნდა წარმოადგინოთ გადახდის დამადასტურებელი ტრანზაქცია. (გამონაკლისია: ნაღდი ანგარიშსწორებით/გადახდის აპარატებით ანაზღაურების შემთხვევაში, მომხმარებელს თანხა აუნაზღაურდება საბანკო გადახდის მეთოდებით მომხმარებლის მიერ მითითებულ საკუთარ საბანკო ანგარიშის ნომერზე (აღნიშნული მეთოდის არჩევის შემთხვევაში, მომხმარებელმა უნდა წარმოადგინოს საბანკო რეკვიზიტები დოკუმენტის სახით QARAVAN.GE-ის პლატფორმის ელ.ფოსტაზე ან ჩატში გამოგზავნით გზით) ან მომხმარებლის ანგარიშზე/ბალანსზე/ელექტრონულ საფულეში (Qaravan.ge).
გამონაკლისია: თუ დაბრუნებული პროდუქტი ექვემდებარება სერვის ცენტრის/შესაბამისი შემმოწმებელი ორგანოს მიერ შემოწმებას, თანხა აგინაზღაურდებათ სერვის ცენტრის დასკვნის შესაბამისად, სერცვის ცენტრის მიერ გაცემული დასკვნის მოწოდებიდან არაუმეტეს 7 კალენდარული დღის ვადაში.
14. განვადებით შესყიდული პროდუქტის დაბრუნების წესები
განვადებით შესყიდული პროდუქციის დაბრუნება ან/და განვადების გაუქმება შესაძლებელია მხოლოდ კომპანიის თანხმობით წინამდებარე დაბრუნების წესებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით.
განვადებით შესყიდული პროდუქციის დაბრუნება შესაძლოა შეუძლებელი იყოს თუ მომხმარებელი განვადებით შეიძენს დაბრუნებად და დაუბრუნებად პროდუქტებს ერთად.
15. აქციით შესყიდული პროდუქტის დაბრუნების წესები
აქციით შესყიდული პროდუქტის დაბრუნებისას, თუ დაბრუნება არღვევს აქციის პირობას, კომპანიას უფლება აქვს მომხმარებელს მოთხოვოს აქციით მიღებული ბენეფიტების დაბრუნება.